ობამამ მოგვატყუა. არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იგივეს გააკეთებს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა Al Jazeera-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
„პრეზიდენტ ობამასთან ორმხრივი შეთანხმება გვქონდა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ საკითხზე, მაგრამ ობამამ მოგვატყუა. არა მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იგივეს გააკეთებს“, – აღნიშნა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.
ერდოღანმა ობამა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან არ შეასრულა ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის საკითხში.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ მაისში, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს.
კომენტარები