დონალდ ტრამპი ორშაბათს გამოაცხადებს ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრამპი ასევე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც დაასრულებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულის პროგრამებს ფედერალური მთავრობის შიგნით.
წყაროს ინფორმაციით, ტრამპი ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის პოლიტიკა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს – მამრობითს და მდედრობითს.
კომენტარები