ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ წევრები სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ და 70 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. თავდასხმა ქალაქ მაზარი-შარიფის მახლობლად მოხდა.
ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის დროს თალიბები სამთავრობო ძალების ფორმაში იყვნენ ჩაცმულები.
თავდასხმა იმ მომენტში მოხდა, როდესაც სამხედროები ბაზის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთიდან გამოდიოდნენ. ასევ „ბოევიკებმა“ სასადილოში მყოფი სამხედროებიც დაცხრილეს.
ბაზაზე ბრძოლა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. „თალიბების“ მხრიდან სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა.
კომენტარები