სლოვაკეთის პრეზიდენტი პიტერ პელეგრინი ოპოზიციას დისკუსიაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს.
პელეგრინიმ „პროგრესული სლოვაკეთის“ და პარტია SaS-ის (თავისუფლება და სოლიდარობა) გადაწყვეტილებას, უარი თქვან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდის მოწვევაზე, „უკიდურესად სამწუხარო და უპასუხისმგებლო საქციელი უწოდა“.
„როგორ ავხსნათ, რომ PS-სა და SaS-ს არ სურთ ერთ მაგიდასთან საუბარი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკაზე? ან იქნებ ეს ნიშნავს, რომ კონსენსუსი და შერიგება ამ საკვანძო საკითხზე მათ არ აწყობთ?“ – აცხადებს სლოვაკეთის პრეზიდენტი.
პელეგრინიმ მთავრობისა და სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვედრა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე საუბარი შესთავაზა.
კომენტარები