სომხეთში, ქალაქ გიუმრიში რუსულ სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
საგენტოების ინფორმაციით, მოკლული 21 წლის რუსი სამხედრო დიმიტრი იალპაევია. მისი ცხედარი ქალაქის მაღაზიასთან იპოვეს.
თვითმხილველების ცნობით, მას ჭრილობა ჩხუბის დროს დანით მიაყენეს. გიუმრიში, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
კომენტარები