„იმედზე“ შტურმი არის ძალიან მკაფიო ხელწერა იმისა, რასაც აკეთებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე საუბრისას. კერძოდ კი, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „იმედს“ რუსული მედია უწოდა.
„USAID- ის სკანდალმა, იქ გამოჩენილმა დოკუმენტებმა ესეც გამოაჩინა, რომ მსგავსი ტიპის იდეოლოგიური შტურმი ასევე სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ფინანსდებოდა სწორედ ამ ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისგან. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა პროცესს აეხადოს ფარდა და შეწყდეს ის შტურმი, რომელიც არის „იმედის“ თუ სხვა ჟურნალისტების მიმართ“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
კომენტარები