აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის სოციალურ ქსელში ფრიდრიხ მერცს და კონსერვატიულ ალიანსს გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„როგორც ჩანს, კონსერვატიულმა პარტიამ გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები მოიგო. ამერიკის მსგავსად, გერმანიის ხალხი დაიღალა უაზრო დღის წესრიგით, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და იმიგრაციის საკითხებში, რომლებიც წლების განმავლობაში დომინირებდა. ეს არის დიდი დღე გერმანიისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. ვულოცავ ყველას, კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება!!!“, – დაწერა ტრამპმა.
ცნობისთვის, გუშინ გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის ფედერალური ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნებში ხმათა 28% იმარჯვებს კონსერვატორთა ბლოკი ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით. მეორე ადგილზე ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადის ხმათა 20,8%. შოლცის პარტიამ ხმათა 16,4% მესამე ადგილი დაიკავა.