ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ მომავალ წელს აღვნიშნოთ მშვიდობის და არა ომის წლისთავი, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ფართომასშტაბური ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისადმი გზა შეიძლება, გაიხსნას განტოლებით, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად და სამართლიანად იქნება წარმოდენილი. ჩვენ ყველას გვეკისრება მნიშვნელოვანი პასუხისმგბელობა, რომ მომავალ წელს აღვნიშნოთ მშვიდობის და არა ომის წლისთავი. ჩვენ გავაგრელებთ ყველა შესაძლო ძალისხმევას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ერდოღანმა.
კომენტარები