რუსეთის ინტენსიური შეტევები უკრაინას აიძულებს, განიხილოს თავისი ძალების კურსკის ოლქიდან გაყვანა, – წერსამერიკული გამოცემა POLITICO.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინული ჯარები, რომლებიც რუსეთის კურსკის ოლქში დაკავებულ ტერიტორიას იცავენ, ძლიერი შეტევის ქვეშ არიან რუსეთის კონტრიერიშის ფარგლებში, რომელიც ძლიერდება.
„მალე უკრაინელ მეთაურებს მძიმე არჩევანის გაკეთება მოუწევთ – გააგრძელონ ბრძოლა თუ უკან დაიხიონ“, – ნათქვამია სტატიაში.
სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინის სარდლობამ არჩევანი უნდა გააკეთოს – დატოვოს კურსკის ოლქი, დაასრულოს ოპერაცია და შეინარჩუნიოს ძალები, ან დარჩეს არსებულ პოზიციებზე ყველაფრის დაკარგვის რისკის ფასად
კომენტარები