ქედის მუნიციპალიტეტის სოფელს ცხმორისში საცხოვრებელი სახლი დაიწვა, შედეგად ვასაძეების ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ვინაიდან ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებს გაუჩნდა.
ვასაძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს, ვინაიდან ხანძარმა სახლი მთლიანად გაანადგურა, ხოლო ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვს.
კომენტარები
