ისრაელმა ღაზას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად შეუწყვიტა, – ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა.
„ახლახან მოვაწერე ხელი ღაზის სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ ბრძანებას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას მძევლების დასაბრუნებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ „ჰამასი“ აღარ იყოს ღაზაში ომის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა კოენმა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ელექტროენერგიის შეწყვეტის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, იმოქმედებს იმ ქარხნების მუშაობაზე, რომლებიც გადამწყვეტია მოსახლეობის სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფისთვის.
კომენტარები