რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის დედაქალაქი კიევი დაბომბა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად 63 ადამიანი დაშავდა, 42 მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული. უკრაინის დედაქალაქში დაბომბვის გამო რამდენიმე მრავალსართულიანი კორპუსი დაზიანდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანი მოყვა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, განსაკუთრებით დაზიანდა კიევის ბუჩისა და ვიშგოროდის რაიონები.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ სამხრეთ აფრიკაში ვიზიტს აუქმებს და სამშობლოში ბრუნდება.
კომენტარები