ევროპული ფონდებიდან ჩვენს ქვეყანაში ფინანსდება პირდაპირ ზიზღის კამპანია. ერთ-ერთია რასა იუკნევიჩიენე, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ არ უყვარს ქართველი ხალხი და მას უყვარს მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
„ევროპული ფონდებიდან ჩვენს ქვეყანაში ფინანსდება პირდაპირ ზიზღის კამპანია. ერთ-ერთია ეს ქალბატონი, რომელიც ბალტიისპირელი პოლიტიკოსია, პოლიტიკოსად წოდებული ადამიანია, რომელსაც რბილად რომ ვთქვათ არ უყვარს ქართველი ხალხი და მას უყვარს მხოლოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს ადამიანი საბოლოო ჯამში შეიძლება საერთოდ იქამდეც მივიდეს, რომ დაგვწყევლოს კიდეც. როდესაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ეს ადამიანი განცხადებას გააკეთებს, რა თქმა უნდა, მან პირველ რიგში ბოდიში უნდა მოიხადოს იმ განცხადებების გამო, რომლებიც არის ფაშისტური, ბოლშევიკური და ამ განცხადებებს უთხრა როგორც ევროპამ, ასევე, რა თქმა უნდა, პირველში საქართველომ უარი და მათ შორის ბალტიისპირეთმაც უთხრა უარი, როდესაც გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან“, – განაცხადა გორდულაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ლიეტუველი ევროპარლამენტარის გამონათქვამებს ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები ფაშისტური განცხადებების ზღვარს მიუახლოვდა. ევროპარლამენტარმა თქვა, რომ ევროპის კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, იმათი ხელით ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა.