აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ქვეყნის მეთაურად არჩევის შემდეგ პირველ ვიზიტს საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში განახორციელებს, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა.
„პრეზიდენტი მოუთმენლად ელის მის ისტორიულ დაბრუნებას ახლო აღმოსავლეთში მომავალ კვირას საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ვიზიტების განხორციელებით, სადაც ის ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე ყურადღებას გაამახვილებს“, – თქვა ლევიტმა.
მისი თქმით, რვა წლის წინ, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ტრამპმა პირველი ვიზიტი ამავე რეგიონში განახორციელა, სადაც მან რეგიონს მშვიდობისადმი ლტოლვა ძლიერი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიით გააცნო. ტრამპის ვიზიტის მიზანი რეგიონში ტერორიზმისა და ექსტრემიზმის აღმოფხვრა იქნება.
კომენტარები