ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული ღამეს, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
როგორც არაბული მედია წერს, ისრაელის არმიის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნეც ცენტრალურ ღაზაში „რამდენიმე შეიარაღებული პალესტინელი“ იყო.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ღაზაში კონფლიქტი ყველაზე სასტიკ ფაზაში შევიდა, რადგან პალესტინელები შიმშილობენ, ხოლო ისრაელი მხოლოდ მცირე დახმარებას უშვებს მოშიმშილე ანკლავში.
ისრაელის მთავრობის საქმიანობის კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ პარასკევს მან „გაერო-სა და საერთაშორისო საზოგადოების კუთვნილ 83 სატვირთო მანქანას“ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის ნებართვა მისცა.