სოფელ ქვეშიდან გატაცებული 47 წლის კობა ხუბულაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
მან გათავისუფლების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა.
“მავთულხლართებზე გადამათრიეს, ფოტო გადამიღეს და მითხრეს, რომ საზღვარი დავარღვიე”, -ამბობს ხუბულაშვილი.
კობა ხუბულაშვილი ე.წ. მესაზღვრეებმა 9 მაისს დააკავეს. მისი საკითხი ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს და დაკავებულის გათავისუფლებას მისი ოჯახი მეორე დღეა ელოდება.
ქვეშის მკვიდრი ოკუპანტებმა საკუთარ ბაღში დააკავეს.
კომენტარები
