სომხური მედიის თანახმად, სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა კომენტარი გააკეთა რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტისა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის შეხვედრაზე.
,,პირველ მარტს, როდესაც ხალხს ესროდნენ და თქვენს სახელს ყვიროდნენ, სახლიდან არც თქვენ და არც თქვენი კოლეგა არ გასულხართ და თქვენი მხარდამჭერები თქვენ მიერ მოყვანილი ქოჩარიან-სერჟის მკვლელების ცეცხლის ქვეშ დატოვეთ. შემდეგ, როდესაც ერევნის ტროტუარებზე სომეხთა სისხლი დაიღვარა, თქვენ თქვით, რომ იმ დროის ყველაზე მშვიდი ღამე გაატარეთ. გგონია, რომ რასაც უნდა აკეთებდე, დამოუკიდებლობის სიმბოლოდ დაგამახსოვრებენ და გაგნადიდებენ, მაგრამ ძალიან ცდები: დრო შეიცვალა, შენ ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ საერთოდ აღარ გაგიხსენონ ან გაგიხსენონ, როგორც უბედური წარსულის კატასტროფა. შეწყვიტე სომეხი ხალხის სიძულვილი და საკუთარი თავის იმ იდეით კვება, თითქოს ყველაზე მაღლა დგახარ, ყველაზე ჭკვიანი ხარ. შენ ხარ მორალის დამარცხების, დამოუკიდებლობის მარცხის, პოლიტიკური მარცხის, იმედის მარცხის, ხალხის მოლოდინების, დემოკრატიის და ყველა მარცხის სიმბოლო. დარჩი მარტო შენს შავ გამოქვაბულში, გორაკის მწვერვალზე, გაიხსენე შენი მეგობრების სახელები, რომლებიც გაანადგურე”, – წერს ალენ სიმონიანი სოციალურ ქსელში.