ხარკოვში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტთა თავდასხმებს 6 ადამიანი ემსხვერპლა და 44 დაშავდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 4 გარდაცვლილის შესახებ.
უკრაინული მხარის მტკიცებით, ოკუპანტებმა მართვადი ავიაბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.
ამასთან, საოკუპაციო ძალები დნეპროპეტროვსკს უტევენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 90-ე სატანკო ბრიგადამ დონეცკის ოლქის დასავლეთ საზღვარი გადაკვეთა და შეტევას დნეპროპეტროვსკის ტერიტორიაზე განაგრძობს.
კომენტარები