ღაზაში ისრაელი სახმელეთო და საჰაერო ოპერაციას განაგრძობს. რაფაჰის მახლობლად ჰუმანიტარული დახმარების ჰუნქტთან, “ცაჰალის” სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც საკვების გამცემ პუნქტს მიუახლოვდნენ. დაიღუპა 4 ადამიანი, არიან დაჭრილები.
გამოცემა Reuters-ი წერს, რომ გასული კვირის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან სამხედროებმა ათობით ადამიანი მოკლეს. დაიჭრა 300-ზე მეტი.
კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული კატასტროფაა. გაეროს მონაცემებით, ღაზის 2 მილიონზე მეტი მცხოვრები შიმშილის საფრთხის წინაშეა.
ჯანმოს ცნობით კი, ბოლო 2 თვეში შიმშილის და სამედიცინო სერვისების არარსებობის გამო ღაზის სექტორში 1,200-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა.
კომენტარები