აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კეშ პატელი ლოს-ანჯელესში არეულობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის უწყებას კონსტიტუციის დასაცავად ვინმესგან ნებართვის აღება არ სჭირდება.
„უბრალოდ, ყველასთვის რომ ნათელი იყოს, FBI-ს კონსტიტუციის დასაცავად არავის ნებართვა არ სჭირდება. მე პასუხს ვაგებ ამერიკელი ხალხის, და არა პოლიტიკური ინტრიგების წინაშე. ლოს-ანჯელესი გარშემორტყმულია მაროდიორი დამნაშავეებით, და ჩვენ კანონსა და წესრიგს აღვადგენთ. მე ამას არ გეკითხებით, მე ამას გეუბნებით“, – დაწერა პატელმა სოციალურ ქსელ X-ში.
კომენტარები