ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მან უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ვრცელ კომენტარს გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური ჩორჩანას ეპიზოდის დროს, 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.
კომენტარები