ძლიერმა სეტყვამ რეგიონებში ნათესები დააზიანა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს – რუისპირსა და იყალთოს, იქ სეტყვა 10 წუთს გრძელდებოდა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილია დაზიანებული.
ზარალს გამოდარების შემდეგ დაითვლიან.
კომენტარები
