დღეს გახდება ცნობილი სახელმწიფო აუდიტის შუალედური დასკვნა, რომელშიც ოთარ ფარცხალაძის ფინანსური ინტერესები ჩანს. საუბარია ყოფილი მთავარი პროკურორისთვის სახელმწიფოსგან მიწის გადაცემაზე, სადაც სავარუდოდ, კორუფციული სქემა იკვეთება.
დღესვე დასკვნა რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნება. მთავარი აუდიტორი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, შეისწავლონ დოკუმენტში წარმოდგენილი ფაქტები, სადაც თორდიას მტკიცებით, მერიის მხრიდან ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემის დროს, დანაშულის ნიშნებია.
მთავარი აუდიტორი ელ ცენტროში მომხდარ ინციდენტზეც საუბრობს. მისი მტკიცებით, ადგილიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერები ყოფილ მთავარ პროკურორს აქვს და ის ამ ვიდეო კადრებით თვითმხილველებზე წეზოლას ცდილობს.
კომენტარები
