საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ოფიციალური პარიზი გმობს ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური კაბინეტის გადაწყვეტილებას ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის გაფართოების შესახებ.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საფრანგეთი გმობს ისრაელის გეგმებს ღაზის სექტორზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ.
„მოვლენების ასეთი განვითარება საერთაშორისო სამართლის მორიგი სერიოზული დარღვევა იქნება და სრულ ჩიხამდე მიგვიყვანს. ეს იქნება პალესტინელების კანონიერი მისწრაფების დარღვევა იცხოვრონ მშვიდობიან, სიცოცხლისუნარიან, სუვერენულ და მთლიან სახელმწიფოში. აგრეთვე ეს საფრთხეს შეუქმნის რეგიონის სტაბილურობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, საფრანგეთი მოუწოდებს დაჯგუფება „ჰამასს“, გაათავისუფლოს ტყვედ აყვანილი სამოქალაქო პირები და ცეცხლის შესახებ წინადადება მიიღოს.
საფრანგეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის მომავალი „პალესტინური სახელმწიფოს ფარგლებში უნდა იყოს, პალესტინური ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით“.