რუსეთმა უკრაინის ქალაქ ხერსონში სამგზავრო მიკროავტობუსზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ორი და დაშავებულია 16 ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.
როგორც მედია წერს, რუსული დრონი ხერსონის გარეუბანში მოძრავ მიკროავტობუსს მოხვდა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
როგორც მედია იუწყება, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ამასთან, ღამით, უკრაინის ქალაქ დნეპრზე განხორციელებული თავდასხმისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
კომენტარები