რუსეთმა კვლავ მიიტანა იერიში უკრაინაში მდებარე აზერბაიჯანული ნავთობის ბაზაზე. მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოდესის ოლქში მდებარე აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანიის, „სოკარის“ ნავთობის ბაზაზე იერიშის შედეგად განადგურებულია 17 რეზერვუარი და სხვა ობიექტები. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ ავრცელებენ რუსული ტელეგრამარხები.
აზერბაიჯანული გამოცემის, „მინვალის“ ცნობით, ამავე ნავთობის ბაზაზე დარტყმა რუსეთმა 8 აგვისტოსაც მიიტანა. ამის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთი უკრაინაში მდებარე აზერბაიჯანულ ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებში დაადანაშაულა.
აზერბაიჯანულ მედიაში კი გავრცელდა ცნობა, რომ საპასუხოდ ბაქო უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს გაუქმებას განიხილავს.
კომენტარები