საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ასევე იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი ყურაშვილს და ეგვიპტის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას შეხვდა.
მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კომენტარები