გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში, ერთერთი ადგილობრივის სახლში ხელყუმბარა აფეთქდა. მომხდარის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებელი” იტყობინება.
როგორც “მოამბის” კორესპონდენტი ნატო ბერულავა იტყობინება, ხელყუმბარა შოთა გითოლენდიას სახლში მოხდა, სადაც სეპარატისტული ხელისუფლების მიერ დანიშნული სოფლის დე ფაქტო გამგებელი ვიტალი სოროკინი ცხოვრობს.
აფეთქების შედეგად სახლში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა, არავინ დაზიანებულა. ადგილზე მივიდნენ ე.წ. მილიციის წარმომადგენლები და რუსეთის საოკუპაციო ჯარის მესაზღვრეები.
ადგილობრივებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ ვიტალი სოროკინმა, დიდი ალბათობით, აფეთქება თავად მოაწყო, რათა სადამსჯელო ოპერაციის ნებართვა მიიღოს. ადგილობრივები ამ ზომებს თხილის მოსავლის აღების წინ მოსახლეობის დაშინების მცდელობად მიიჩნევენ.
კომენტარები
