კონსერვატორი აქტივისტის ცხედარი “ეარ ფორსის” ბორტით არიზონაში გადაასვენეს. აეროპორტში ჩარლი კირსკისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები ამერიკის შეერთებული შტატების დაწეული დროშებით იდგნენ.
31 წლის ჩარლი კირკი კონსერვატიული ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი იყო. აქტიურად მონაწილეობდა დებატებში, მხარს უჭერდა დონალდ ტრამპს.
მას “იუტა ველის” უნივერსიტეტის კამპუსში სტუდენტებთან შეხვედრისას ცეცხლსასროლი იარაღით ყელის არეში ესროლეს, რამდენიმე საათში კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული ამ დრომდე არ არის, დონალდ ტრამპი დანაშაულში “მემარცხენე რადიკალებს” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქმის გამოძიებაში დიდი პროგრესი შეინიშნება.
ფედერალურმა ბიურომ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის ჯილდოდ 100 000 დოლარი დააწესა. აშშ ზომებს მიიღებს იმ უცხოელების მიმართ, რომლებსაც “მოსწონთ, ამართლებენ ან გულგრილად უყურებენ” ჩარლი კირკის მკვლელობას – მედიის ინფორმაციით, შესაბამისი მითითება საკონსულოებს უკვე გადაეგზავნათ.