საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ახალი გუნდის, „ვილიარეალის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მიქაუტაძემ ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩში „ოსასუნას“ წინააღმდეგ 69-ე წუთზე გაიტანა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა – 1:1.
მიქაუტაძე „ვილიარეალს“ „ლიონიდან“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რაც ესპანური კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერია.
კომენტარები