როგორც უკვე გაცნობეთ, პსჟ-სა და “მარსელის” მატჩი უამინდობის გამო გადაიდო. ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის პრეფექტის ჟორჟ-ფრანსუა ლეკლერის თქმით, სინოპტიკოსები დღეს საღამოს “ველოდრომის” ტერიტორიაზე ძლიერ წვიმას პროგნოზირებენ. გარდა ამისა, მოსალოდნელია ელჭექი და რეგიონში შემოღებულია ნარინჯისფერი საფრთხის დონე.
პსჟ მარსელში ჩაფრინდა, სადაც ისადილეს და უკან გაფრენა მოუწევთ. ლიგა 1-ის გადაწყვეტილებით თამაში ორშაბათს 20:00 საათზე დაიწყება. ასე რომ, „პარი სენ ჟერმენი“ მარსელში დაბრუნდება. არის კიდევ ერთი პრობლემა – იმავე დროს „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონიალი იწყება, სადაც სადაც პსჟ-ს ცხრა ფეხბურთელია ნომინირებული და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაცაა. მთავარი ფავორიტი უსმან დემბელეა.
ჯერ პსჟ-ს ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია. იყო შეხვედრის დეკემბერში გადატანის ვარიანტი, მაგრამ ლიგა 1-მა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.