45 წლის ქართველი ტრიათლეტი ირაკლი ღუდუშაური, საქართველოს ეროვნული რეკორდსმენი აირონმენსა და ნახევარ აირონმენის დისტანციებზე, ახალი გამოწვევისთვის ემზადება. მან 2 აირონმენისა და 6 ნახევარ აირონმენის რბოლა წარმატებით დაასრულა, მოიპოვა გამარჯვებები ბათუმისა და თბილისის ტრიატლონებში.
ეროვნულ დონეზე მიღწეული წარმატებების შემდეგ, ირაკლი ახლა ბარსელონას აირონმენზე 10-საათიანი ზღვრის დაძლევას ისახავს მიზნად. შეჯიბრება ოქტომბერში გაიმართება.
კომენტარები