თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუჰთარლი ბაქოში იპოვეს… მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის და მისი მეუღლე ილჰამ ალიევის ბიზნესის თემაზე მუშაობდნენ… ბოლო დროს, ის მის სატელეფონო ზარებზე არ პასუხობდა, რის შემდეგაც, მუსტაფაევამ საქართველოს პოლიციას მიმართა.
ჟურნალისტის ახლობლები შიშობდნენ, რომ მუჰთარლი, შესაძლო იყო, აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაეკავებინა, რადგან ის აზერბაიჯანის ხელისუფლების მწვავე კრიტიკოსია… მუჰთარლი 2015 წლიდან თბილისში ცხოვრობს და “რადიო თავისუფლების” ყოფილი ჟურნალისტია. ის მუდმივად აქვეყნებდა კრიტიკულ სტატიებს. ერთ-ერთ პუბლიკაციაში წერს, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს, ილჰამ ალიევმა არცერთი პოლიტპატიმარი, ჟურნალისტი და ბლოგერი, სულ 100-მდე პატიმარი არ შეიწყალა.
მუჰთარლის თქმით, 2015 წელს, ოპოზიციური პარტია “სახალხო ფრონტის” ლიდერი მურად ადილოვი დააკავეს და ნარკოტიკების მოხმარება და შენახვის ბრალდებით, 6 წელი მიუსაჯეს. პატიმრობა ემუქრებოდა მის ძმასაც… მუჰთალრის თქმით, ალიევის ხელისუფლებას არასდროს უჭირდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის “შესაბამისი მუხლის მიყენება…”
აზერბაიჯანული ინტერნეტტელევიზია eydan TV-ის ინფორმაციით, ახლახან ერთ-ერთ საიტზე, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება აკონტროლებს, გამოქვეყნდა ვრცელი სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ თბილისში მოქმედებს აზერბაიჯანის ოპოზიციონერთა “იატაკქვეშეთი”.
მის აქტივისტებს შორის დასახელებულია ფარმან ჯეირანოვი, გეზალ ბაირამლი, აფგან მუხტარლი. ჯეირანოვი ამ დღეებში საქართველოს სამართალდამცველებმა დააკავეს, ბაირამლი კი – აზერბაიჯანის…
მისმა მეუღლემ, ლეია მუსტაფაევმა, ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა და ალიევის რეჟიმის მიერ დევნილმა, თბილისში მცხოვრებმა რამდენიმე ოპოზიციონერმა, გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუჰტარლის საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც მუჰტარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ სამშაბათს, “თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი მეუღლის გაუჩინარება პოლიტიკურად არის მოტივირებული. ლეილა მუსტაფაევა მომხდარზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ისინი აზერბაიჯანის სპეცსამსახურებს თავიანთ ტერიტორიაზე თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევენ.
აზერბაიჯანში მომუშავე ჟურნალისტებმა მოგვიანებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თბილისში “გაუჩინარებული” ჟურნალისტი აფგან მუჰტარლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. მათივე ცნობით, ბაქოში გადაყვანილმა ჟურნალისტმა იურისტ ნემატ ქერიმლის დაურეკა და დახმარება სთხოვა…
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.
მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ ქართულმა მხარემ, ისევე როგორც სხვა აზერბაიჯანელ აქტივისტებს, მას ბინადრობის მოწმობის დოკუმენტი აღარ გაუგრძელა, მიზეზად კი განუცხადეს, რომ ის საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
მუჰტარლი და მისი ცოლი, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულია, საქართველოში ჟურნალისტურ საქმიანობას განაგრძობდნენ, – ისინი eydan TV- ს საგამოძიებო მასალებს უგზავნიდნენ. ლეილა მუსტაფევას თქმით, ამჟამად საგამოძიებო სტატიების ციკლზე მუშაობენ, რომელიც ილჰამ ალიევის ოჯახის ოშფორულ ბიზნესებს მოიცავს.
ბოლო დროს, აზერბაიჯანში სხვადასხვა ბრალდებით არაერთი ოპოზიციონერი ჟურნალისტი და ბლოგერი დააკავეს. აზერბაიჯანის ხელისუფლების ოპოზიციის აზრით, ალიევის გუნდმა ჩრდილოეთ კორეის გზა აირჩია.
AMBEBI.GE