ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო სამცხე-ჯავახეთში. სტიქიამ ადიგენის რაიონის 5 სოფლის მოსახლეობა დააზარალა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო ნათესები. სეტყვა იყო ახალციხის რაიონშიც. სტიქიამ სოფელ ხეიოთში 12 საცხოვრებელი სახლის სახურავები დააზიანა.
ძლიერი წვიმა და სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სპეციალური კომისია ზარალის დათვლას დღეს დაიწყებს.
კომენტარები