აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ავრცელებს BBC.
მისი თქმით, შეთანხმებაში დაბრუნება შესაძლებელი გახდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული პირობები შეიცვლება რადგან დღევანდელი “უსამართლოა”.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი მზად იყო შეთანხმებიდან გამოსვლისთვის. “დიდი შვიდიანის” ქვეყნების სამიტის შემაჯამებელ კრებაზე, აშშ არ შეუერთდა კლიმატის ცვლილებაზე პარიზის შეთანხმების გადახედვის კონსესუსს. ტრამპი, რომელიც კლიმატური ცვლილებების პრობლემას “ტყუილს”უწოდებდა, განაცხადა, რომ აშშ-ში დაბრუნებისთანავე ამ საკითხს გადაწყვეტდა.
კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმება ატმოსფეროში ნახშიროჟანგის გავრცელებას ზღუდავს, ასევე 2020 წლამდე განვითარებადი ქვეყნების ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის 100 მილიარდი დოლარის გამოყოფას ავალდებულებს წევრ ქვეყნებს. აშშ და ჩინეთი ამ შეთანხმებას გასულ წელს შეუერთდნენ. პარიზის შეთანხმების ძირითადი ამოცანაა გლობალურ დათბობასთან ბრძოლა.