განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ აპირებს. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე საკადრო ცვლილებების საფუძველი არ არის.
„საკადრო ცვლილებებს არ ვაპირებ. ამ ეტაპზე საფუძველი არ არის, რომ ამაზე ვისაუბროთ და ვიფიქროთ. დროთა განმავლობაში, ისევე, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას, ჩვენც გვინდა შემოგვიერთდეს საუკეთესო ხალხი, თუმცა არსებულ გუნდზეც მხოლოდ უმაღლესი შეფასება მაქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
ჯეჯელავას თქმით, მისი განათლების მინისტრობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღეს.
კომენტარები