საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები დღეს თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ქალაქ იზმითში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ქოჯაელის სტადიონზე ფეხბურთელებმა მატჩისწინა ვარჯიშიც ჩაატარეს და ნაკრები მორიგი თამაშისთვის სრულ მზადყოფნაშია. ცნობილი ხდება, რომ საქართველო-თურქეთის დაპირისპირებაზე რუმინელი რადუ პეტრესკუ იმსაჯებს.
კომენტარები