გერმანიის ქალაქ ნურბურგში როკფესტივალზე ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დამსწრეებს ორგანიზატორებმა მიმართეს და მოედნის მშვიდად დატოვება სთხოვეს. პოლიციის ცნობით, ევაკუაციის გამოცხადება „საფრთხის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის არსებობამ“ გამოიწვია, თუმცა სამართალდამცავი უწყება არ აკონკრეტებს, თუ რა ინფორმაცია იყო ეს.
Rock and Ring-ის ფესტივალი პარასკევიდან კვირამდე უნდა ჩატარებულიყო. ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება ის თუ არა.
კომენტარები