მექსიკის ქალაქ ურუაპანში, ქალაქის მერი კარლოს ალბერტო მანცო როდრიგესი მიცვალებულთა დღის აღნიშვნისას მოკლეს. მას ქალაქის მთავარ მოედანზე, სანთლების ფესტივალის დაწყების დროს ესროლეს.
შემთხვევის დროს ასევე დაშავდნენ ქალაქის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი და დაცვის თანამშრომელი. თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.
დანაშაული მაშინ მოხდა, როცა მოედანზე ხალხის დიდი მასა იყო შეკრებილი. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ მერის მკვლელობა ნარკოკარტელებთან აქტიურ ბრძოლას უკავშირდებოდეს.
კომენტარები
