ჯო ბაიდენი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო, ის, რაც მან ჩვენს ქვეყანას გაუკეთა, არასდროს უნდა დავივიწყოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაზე ცუდი, რაც მან გააკეთა, ის იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში მილიონობით ადამიანს შემოსვლის უფლება მისცა. კრიმინალები, მკვლელები, 11 888 მკვლელი შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში. ისინი მთელი მსოფლიოდან იყვნენ. ის, რაც მან ჩვენს ქვეყანას გაუკეთა, არასდროს უნდა დავივიწყოთ. მას საზღვრები ღია ჰქონდა და ხალხი შემოდიოდა. მათ შემოუშვეს ადამიანები, რომლებიც არასდროს უნდა შემოსულიყვნენ. ყველაზე ცუდი, რაც მან გააკეთა, არის ის, რომ მილიონობით ადამიანს საშუალება მისცა შეუმოწმებლად, უკონტროლოდ შემოსულიყო. ისინი იყვნენ დამნაშავეები, მკვლელები, ნარკოდილერები, ციხიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან გამოსული ადამიანები“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არჩევნებში კამალა ჰარისს რომ გაემარჯვა, აშშ ახლა „მკვდარი“ იქნებოდა.
„კამალა არჩევნებში თუ გაიმარჯვებდა, ჩვენი ქვეყანა ახლა დასრულებული იქნებოდა. ეს იყო მკვდარი ქვეყანა და ახლა ჩვენ გვაქვს ყველაზე ცხელი ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს ყველაზე ძლიერი საფონდო ბირჟა, ყველას სურს შემოსვლა. ერთი წლის წინ ჩვენ მკვდარი ქვეყანა ვიყავით. ახლა ჩვენ გვაქვს ყველაზე ცხელი ქვეყანა მსოფლიოში. დაფიქრდით ამაზე. მე ეს ცხრა თვეში გავაკეთე. ეს მხოლოდ გაუმჯობესდება“, – განაცხადა ტრამპმა.
