კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე მე-2 ვადით აირჩიეს. სანიკიძე კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. საანგარიშო-საარჩევნო ყრილობას 40 დელეგატიდან 38 ესწრებოდა, რომლებმაც პრეზიდენტი ერთხმად აირჩიეს.
“ვეცდებით ჩემს გუნდთან ერთად დასახული მიზნები და ამოცანები სისრულეში მოვიყვანო, რაც შეეხება განვლილ წლებს, ვფიქრობ არც თუ ისე წარუმატებელი იყო. იყო ბევრი გამოწვევები, მაგრამ მივაღწიეთ ძალიან ბევრ კარგ შედეგს,”- აცხადებს ვიქტორ სანიკიძე.
კომენტარები
