ოკუპირებული აფხაზეთში ტურიზმის კავშირის, სასტუმროების გილდიის ტუროპერატორების და ე.წ. პარლამენტარების შეხვედრაზე დღეს საკურორტო სეზონის პრობლემები განიხილეს. ამის შესახებ Absny.ru იუწყება.
როგორც ირკვევა, ტურისტების ნაკადმა ამ სეზონზე იქ მკვეთრად იკლო. პრობლემებია გაგრაშიც. მთელ ქალაქში ტურისტების რაოდენობა 50-საც ვერ აღწევს.
შეხვედრის მონაწილეებმა პრობლემების მიზეზად ახალი საემიგრაციო პოლიტიკა და ავიაბილეთების ზრდა დაასახელეს. მათი თქმით, ამის მოსაგვარებლად სპეციალური სამუსაო ჯგუფის შექმნაა საჭირო.
კომენტარები
