სანდრო მამუკელაშვილმა, NBA-ში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. „ტორონტომ“ სტუმრად „ინდიანა“ ანგარიშით 129:111 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა კი 22 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა სამიდან ერთი სამქულიანი, ექვსიდან ოთხი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო.
8 მოგებითა და 5 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
კომენტარები
