მდინარე სურამულას ადიდების შედეგად მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა.
დღის მეორე ნახევარში უამინდობამ ყველაზე მეტი პრობლემა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შექმნა.
”ადიდდა სურამულა და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ბორჯომთან ახლოს ჩამოიტანა ცენტრალურ გზაზე მიწის ნაშალი. ამაჟამადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ცალმხრივად მოძრაობა უკვე აღდგენილია”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
კომენტარები