სინოპტიკოსები უახლოესი ორი დღის განმავლობაში საქართველოში ძლიერ წვიმას აღარ ელოდებიან.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, საქართველოშ წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა, მისივე თქმით, 10 ივნისს რაც იყო, ისეთი ამინდი აღარ განმეორდება.
„ვინარჩუნებთ წვიმიან ამინდს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
სტიქია აღარ განმეორდება. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს გაძლიერდება ქარი, სავარაუდოდ იწვიმებს, ზოგან სეტყვის საშიშროებაც არის. ტემპერატურა 22-27 გრადუსი იქნება.
ხვალ, წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.
აღმოსავლეთში დღის მეორე ნახევარში წვიმა ისევ იქნება, თუმცა ძლიერი არა.
წუხელ რაც იყო, ისეთი ამინდი აღარ განმეორდება. სტიქიურ მოვლენებს დღეს და ხვალ არ ველოდებით“,- განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
რაც შეეხება დედაქალაქს, ნიორაძის ინფორმაციით, დღეს, თბილისში საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა-ელჭექითაა მოსალოდნელი. ტემპერატურა კი, სინოპტიკოსის ცნობით, 26 გრადუსი იქნება.