რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქის აღება, როგორიც პოკროვსკია, რუსეთის არმიას უკრაინაში შეტევითი ოპერაციების გაგრძელების საშუალებას მისცემს.
„ეს მნიშვნელოვანი ამბავი იქნება და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც თავდაპირველად, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დავსახეთ“, – განაცხადა პუტინმა კვირას, სამეთაურო ცენტრში სტუმრობისას.
უკრაინაში შეჭრას, რომელიც 3.5 წელზე მეტია გრძელდება, რუსეთი დღემდე „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს.
„რუსეთის შეიარაღებული ძალები თავდაჯერებულად ინარჩუნებენ ინიციატივას და დასახული ამოცანების შესრულებას აგრძელებენ. რუსული ძალები თითქმის ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, უკრაინა რუსული არმიის წინსვლას ვერაფრით პასუხობს. მან ყურადღება უფრო სამხრეთით, ზაპოროჟიეს ოლქში მიღწეულ წარმატებებზეც გაამახვილა.
Πούτιν: Η κατάληψη του Ποκρόφσκ θα επιτρέψει στον στρατό να προχωρήσει περαιτέρω
