ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატი ნაიჯელ ფარაჯი, BBC-სგან საჯარო ბოდიშს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბოიკოტით იმუქრება. პარტია რეფორმის ლიდერმა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
ბრიტანელი პარლამენტარი აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ BBC-ს ეთერში ის მოზარდობის ასაკში გაკეთებული კომენტარების გამო, რასიზმსა და ანტისემიტიზმში დაადანაშაულეს. ფარაჯის განცხადებით, 30 წლის წინ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად აჩვენებდა რასისტულ და ჰომოფობიურ გადაცემებს.
კომენტარები
