უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „მარშალპრესთან“ საუბარში „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს აფასებს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესებით ხდება ტელეკომპანიის ლუსტრირება.
„რა სურვილები აქვს სააკაშვილს და რა უნდა „რუსთავი 2“-სგან ეს ერთია საკითხია, მაგრამ პროცესი ისე მიმდინარეობს, თუ ვინმეს რაიმე კითხვის ნიშნები ჰქონდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, დღეს მიმდინარე სიტუაციით, ყველაფერს ნათელი მოეფინება. ზედაპირზეა პროცესი და დამნახავი ყველაფერს დაინახავს. დღეს ხდება „რუსთავი 2“-ის ლუსტრირება. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, „რუსთავი 2“ მისი იყოს ბოლომდე მისი, აბსოლუტურად მხოლოდ თვითონ აკონტროლებდეს და არავინ სხვა“, – აცხადებს კაკაბაძე.
კომენტარები