შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.
მისი თქმით, 13 ივნისის ტრაგედიას და თანამედროვე საქართველოს ჰყავს თავისი გმირები. მათ შორისაა, შსს-ს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც 8 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროში ბევრი ასეთი უსახელო გმირია, რომლებიც 24 საათის მანძილზე თითეული ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავენ და ამას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ.
ეს ის პროფესიაა, რომელსაც გასამრჯელოს გამო არ ირჩევენ. დაეხმარო და დაიცვა ადამიანები, ესაა უფრო მოწოდება და შინაგანი მრწამსი… და ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები სიცოცხლეშივე დავაფასოთ“, – წერს გიორგი მღებრიშვილი.
კომენტარები