“პირველადი მოხმარების წამლებზე ფასების მატება ჩვენს მონიტორინგს არ დაუფიქსირებია”, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
”ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პირველადი მოხმარების, კერძოდ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში დაიწყება. პროცესების ფინალიზაცია მიდის და ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში უკვე პირველი პაციენტები მიიღებენ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
კომენტარები